გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია ევროკავშირის ელჩსა და ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

1-11-2023

თსუ რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და ლატვიის ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს აგნესე დევიდსონს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში  მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები, ისაუბრეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

 

,,ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროპასთან მეგობრობას, ეს ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში გრძელდებდა. ევროკავშირთან ინტეგრაცია ნიშნავს ჩვენს სახლში, მშობლიურ გარემოში დაბრუნებას. ჩვენ ვიბრძოდით  დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობა ქართველებმა, ბალტიისპირელებმა და უკრაინელებმა ერთობლივი ბრძოლით მოვიპოვეთ. ეს დიდი გამარჯვება იყო,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თსუ რექტორმა  ევროკავშირის ელჩს სამომავლოდ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარება სთხოვა.

 

ევროკავშირის, მისი ინსტიტუციებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და კიდევ ერთხელ დააფიქსირა უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა. 

 

უნივერსიტეტებს შორის უკვე არსებულ ურთიერთობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა  ვიძემეს (ლატვია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა აგნესე დევიდსონმა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728