გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის გარკვეული შედეგები, რომელიც დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა

7-09-2018

„ჩვენ გვექნება კიდევ ერთი რაუნდი დისკუსიისა "ევროპულ საქართველოსთან", რომელიც იყო ჩვენთან ერთად წარმოდგენილი დროებით საგამოძიებო კომისიაში და იმედი მაქვს, რომ პოზიციების შეჯერება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხერხდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებულ დასკვნაზე საუბრისასგანაცხადა.

მისი თქმით, თუ პოზიციების შეჯერება არ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის პოზიცია შესაბამის დოკუმენტში აისახება და ეს დოკუმენტი პლენარულ სესიაზე იქნება წარდგენილი.

„თუ არ მოხერხდა პოზიციების შეჯერება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, რომელიც შესაბამის დოკუმენტში იქნება ასახული და ეს დოკუმენტი იქნება წარდგენილი პლენარულ სესიაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

„რამდენიმე თვის განმავლობაში წარიმართებოდა ეს სამუშაო და თითოეული დეპუტატი, რომელიც კომისიაში იყო წარმოდგენილი, აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ჩვენი ამოცანა იყო ჭეშმარიტების დადგენა და საბოლოო ჯამში, გარკვეული შედეგები არის, რომელიც იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930