გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: იგეგმება საქართველოს უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის დახურვა, იგივე ბედი ელის თავისუფალ მედიასაც

8-09-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მონოპოლიზაციას ახდენს.


აღნიშნული განცხადება მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.


"მე მინდა რომ ჩვენმა მომხრეებმა, საქართველოს პატრიოტებმა, გაავრცელონ ამ ვიდეოს შინაარსი, იმიტომ რომ ახლა მიდის ნამდვილი იდეოლოგიური ბრძოლა. მე მინდა გვესმოდეს რატომ არის ოქტომბრის არჩევნები აბსოლუტურად გადამწყვეტი საქართველოს არსებობისთვის და მომავლისთვის. თითოეული ჩვენგანის, თქვენგანის, ჩვენი შვილების არსებობისთვის და მომავლისთვის. აი, ახლა საქართველოში 10 პროცენტით გაძვირდა პური. ეს არ არის ცალკე აღებული ფული. ივანიშვილმა ხორბლის შემოტანაზე მონოპოლია დააწესა. აკრძალეს ხორბლის შემოტანა ხმელეთით, მანქანებით. პირველი ნოემბრიდან კი იკრძალება სიმინდის შემოტანა მანქანებით, იმიტომ რომ ფოთის პორტში ივანიშვილთან დაკავშირებულმა ბიზნესჯგუფმა ტერმინალი გახსნა და ყველაფერი უნდა შემოვიდეს მხოლოდ ივანიშვილის ბიზნესის გავლით. მანამდე ივანიშვილმა მთლიანად ხელში ჩაიგდო ცემენტის წარმოება და მთლიანად გვერდზე წევს ცემენტის მცირე მწარმოებლებს. ეს ნიშნავს სამშენებლო თანხების, ხარჯების და ფასების გაძვირებას. ამის გარდა, მათ შეცვალეს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის ნორმები და უკვე დახურეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, ხურავენ შავი ზღვის უნივერსიტეტს და უახლოეს პერიოდში გეგმავენ საქართველოს უნივერსიტეტის, ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის დახურვას და პრაქტიკულად, თავისუფალი განათლება საქართველოში აღარ იქნება. ამის გარდა მათ ახლა მიაქვთ myvideo.ge, ხურავენ "იბერიას" და რა თქმა უნდა, თუ, ღმერთმა არ ქნას, და არჩევნებზე ივანიშვილის კანდიდანტმა გაიმარჯვა ის აუცილებლად დახურავს "რუსთავი 2"-ს და საქართველოში სიტყვის სრული მონოპოლიზაცია მოხდება. ერთი სიტყვით ხდება მონოპოლიზაცია ეკონომიკის, მედიის, განათლების სფეროების. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხალხს აღარ დაედგომება, ხალხის რაოდენობა შემცირდება კიდევ მილიონი ადამიანით და ჩვენ სამუშაო ადგილების ნაწილს წაიღებს იაფად მომუშავე მიგრანტები კიდევ უფრო ღარიბი ქვეყნებიდან. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ეს არის თითოეული ჩვენგანის ხელში. ოლიგარქი აღარ მალავს თავის განზრახვებს, მაგრამ მას ჰგონია რომ ქართველი ხალხისთვის ეს სულ ერთია" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930