გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ორი პირი დააკავეს

8-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. ფოთში დააკავეს.


დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დროებით სარგებლობაში მქონე სასტუმროს ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ. ისინი, ასევე, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში ხელს უწყობდნენ.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ქალბატონები მოწმის სტატუსით გამოკითხეს.


გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31