გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა

3-11-2023

„ოქტომბრის თვეში ინფლაციამ 0.8% შეადგინა და ფაქტობრივად, ამ წლის აპრილიდან მოყოლებული, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს ქვევით ნარჩუნდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და იმ კოორდინაციით, რომელიც ეროვნულ ბანკთან გვაქვს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, რომელმაც „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლები შეაფასა.


მისი თქმით, ოქტომბრის თვეში სამომხმარებლო კალათაში ფასების შემცირება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის სურსათი და მედიკამენტები.


„ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, ხოლო 2024 წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებლებთან იქნება მიახლოებული" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930