გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძალადობისა და მუქარის ბრალდებით პოლიციამ გორში ერთი პირი დააკავა

8-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. გ., ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორში დააკავეს.


დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მისსავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს - 1940 წელს დაბადებულ რ.ე.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.


გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31