8-09-2018
ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი ყოველწლიური გამოფენა „RigaFood 2018” გაიხსნა, სადაც“ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ქართული კუთხე მოეწყო.
საკვები მრეწველობის გამოფენაზე წარმოდგენილიქნა 11 სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია: „ტყუპების ღვინის მარანი“, „ვაინმენ“, „ასადელი“, „GEO-US WORLD EXPORT“, „კულა“, „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენი”, „თამარი“, „WineProductsandSpirits”, „EU-GS STANDART GmbH (GEORGIAN PRODUCTION)“, „ქინძმარაულის ღვინის მარანი“, ELKOR FOOD&WINE LTD“.
ქართულს ტენდთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა სოლომონ პავლიაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსსა და ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრს კასპარს გერჰარდს უმასპინძლა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოდან ლატვიაში განხორციელდა 116 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პომიდვრისა და 81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვის ექსპორტი. აღნიშნული პროდუქტების ექსპორტი ლატვიაში გასულ წლებში არ ხორციელდებოდა. 2016 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა სპირტიანი სასმელების (2.5-ჯერ), თხილის (17.7 %-ით), ბოსტნეულის-ძირითადად მწვანილი, (64 %-ით) და მოხალული თხილის (2.3-ჯერ) ექსპორტი.
საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „RigaFood 2018” 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზე მეტი კომპანიადა 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოდგენილია ეროვნული სტენდით.