გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ასეთი პრიმიტივები რომ ცდილობენ შექმნან ვითომ განსხვავებული აზრი, იმიტომაცაა საქართველოში ოპოზიციური სპექტრი გამარგინალებული!

6-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მიღების შემთხვევაშიც საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ჩამორჩენილი იქნება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, მეტრეველი, იმედია, გაპრივატიზებულ უკრაინულ სასამართლოს, დახურულ ოპოზიციურ მედიასა და პოლიტიკური ოპონირების არარსებობას არ გულისხმობს.


„ალეკო ელისაშვილობა რომ გინდა და ეგეც არ გამოგდის. უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენი ჩამორჩენაო… ოღონდ, რას ჩამოვრჩით და რა სარგებელი ნახა უკრაინამ და მოლდოვამ, მაგდენი აღარ იცის… იმედია, გაპრივატიზებულ უკრაინულ სასამართლოს, დახურულ ოპოზიციურ მედიასა და პოლიტიკური ოპონირების არარსებობას არ გულისხმობს.


აბა, ევროკავშირში დსთ-ს წევრ მოლდოვასა და ომში მყოფ უკრაინას არავინ მიიღებს, სულ ცოტა 2030 წლამდე და რა ჩამორჩენაზე საუბრობს? ასეთი პრიმიტივები, ასეთი ბეცი აზროვნებით, რომ ცდილობენ შექმნან ვითომ განსხვავებული აზრი, იმიტომაცაა საქართველოში ოპოზიციური სპექტრი გამარგინალებული!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930