6-11-2023
გიორგი გახარიას მომავალს პოლიტიკაში სკეპტიკურად უყურებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის მიზეზი თავად გახარიას პოლიტიკური წარსულია.
„ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ ის, რომ მას (გიორგი გახარია) არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს იმიტომ, რომ ვერც „ქართული ოცნების“, ვერც „ხალხის ძალის“, ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც ვერანაირი პარტიის ამომრჩეველთან საერთოს ვერ გამონახავს.
მიზეზი ისაა, რომ ეს ადამიანი იყო ხელისუფლებაში, პასუხი არ გაუცია ბევრ შეკითხვაზე და ახლა შტურმს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია, კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ბუნებრივია, თუ ნაცმოძრაობის მომხრეა, მას დაუჭერს მხარს და გახარიას რატომ მისცემს ხმას. თუ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი არ არის, კითხვები ექნება, რატომ არის პარტია ნაცმოძრაობასთან კოალიციაში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.