გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: დღევანდელი პროვოკაცია უკვე მერამდენე მსხვერპლით „დაგვირგვინდა“ და აქ „შემთხვევით დამთხვევებს“ არანაირი ადგილი არ ჰქონია!

6-11-2023

„სამწუხაროდ დღევანდელი პროვოკაცია უკვე მერამდენე მსხვერპლით „დაგვირგვინდა“ და აქ „შემთხვევით დამთხვევებს“ არანაირი ადგილი არ ჰქონია!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავების მცდელობისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.


ქართველიშვილის განცხადებით, აღნიშნული ტრაგედია ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე აიტაცეს და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.

მისივე თქმით, ორი ძალა, რომელსაც არ აწყობს ბრიუსელში საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, არის კრემლი და საქართველოში არსებული „მეხუთე კოლონა“.


„მშვიდობიანი მოსახლეობის, სამღვდელოების უკანონო გატაცებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ, ჩვენი რეგიონების, სააკაშვილის რეჟიმის ხელშეწყობით, რუსეთის სამხედრო ჩექმის პროტექტორატად გადაქცევის შემდეგ. ბოლო დღეებშიც გვესმოდა ადმინისტრაციული „საზღვრიდან“ მცირე განგაშის ნიშნები...


თითქოს გადავეჩვიეთ ამ გატაცებების დროს მსხვერპლს, თუმცა 2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მომენტალურად აიტაცეს სათავისოდ ეს მორიგი ტრაგედია ჩვენი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა, ისევე, როგორც ხელისუფლების ასაყირავებლად გამოიყენეს დეპუტატ გავრილოვის „უკანალი“, ხოლო შემდგომ - იმავე დეპუტატთან პირდაპირი ჩართვები. იმავე მიზანს ემსახურებოდა უკვე ქართველი „ნაცების“ უკანალების პერფორმანსი. სამწუხაროდ, დღევანდელი პროვოკაცია უკვე მერამდენე მსხვერპლით „დაგვირგვინდა“ და აქ „შემთხვევით დამთხვევებს“ არანაირი ადგილი არ ჰქონია!


ორად ორი ძალა, ვის ინტერესებშიც არ შედის ბრიუსელში საქართველოს მიმართ სამართლიანობის აღდგენის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღება - კრემლი და მათი „სასარგებლო იდიოტები“ არიან, ჩვენი სამარცხვინო მეხუთე კოლონის სახით. ამ დანაშაულის შემკვეთიც და შემსრულებელიც, წამქეზებელიც და პროვოკატორიც - ყველა არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!” - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930