გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს

9-09-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-სარკინიგზო” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სამგზავრო მატარებლის „ერევანი-ბათუმი-ერევანი“ ეჭვის საფუძველზე, მატარებლის გამცილებლის სომხეთის მოქალაქის გ.ს.-ს შემოწმებისას, აქციზური მარკების გარეშე, არადეკლარირებული ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის (IQOS) განკუთვნილი 5000 ღერი თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31