გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

9-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ლ. ს. ძარცვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საღამოს საათებში, 1994 წელს დაბადებულ მ.ტ.-ს თავს დაესხა და ხელჩანთის გატაცება სცადა, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია. ლ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.


გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31