გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ინფლაციის არსებული მაჩვენებლები კარგი წინაპირობებია იმისთვის, რომ ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს 2024 წლისთვის ეკონომიკაში

11-11-2023

„კოორდინებული მუშაობით ჩვენ შევძელით ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს ქვემოთ შეგვენარჩუნებინა - წლიურმა საშუალო ინფლაციამ 0.8 % შეადგინა, რაც მიზნობრივ 3 პროცენტიან ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამოცდება და ეს დადებითი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ასევე მომავალი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებებისთვის" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის ფასები არ გაიზარდოს.


„ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გასულ წელს გვქონდა, ზუსტად ინფლაციასთან ბრძოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაღალი ინფლაცია იყო მთავარი პრობლემა და მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ სახელმწიფო უწყებებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და გვაქვს ეს შედეგები" - აღნიშნა მინისტრმა.


მისი თქმით, ინფლაცია სხვა ქვეყნებში რჩება გამოწვევად, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაციაა და საკმაოდ მკაცრია ასევე მათი მონეტარული პოლიტიკა, მაგალითად, მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში, 60 % ს აღემატება ინფლაცია.


„ასე რომ, ჩვენთვის ინფლაციის არსებული მაჩვენებლები კარგი წინაპირობებია იმისთვის, რომ ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს 2024 წლისთვის ეკონომიკაში" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930