12-11-2023
“ორჯერ ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არ მოცემაზე და ხალხს თავპირი ჩამოსტირით. ისინი, რომლებიც იძახოდნენ, რომ ძალიან კარგია ესო, იმათმა დაიწყეს მანამდე ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება და მუცლის გვემა აუტყდათ, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა თავისი ძალისხმევით ერთად მოიპოვა”- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მიტროპოლიტის თქმით, “როგორც ამბობდნენ თუ ევროკავშირის კანდიდატი ვერ გავხდებოდით, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და პირდაპირ რუსეთზე მიბმა იქნებოდა და ვინ დადიოდა და ვინ იძახოდა უცხოეთში, რომ არ არიან მისაღებიო? კარგად გადახედონ, ვინ აფინანსებენ”.
“მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ერთი ამბავი იყო, ორჯერ ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არ მოცემაზე და ხალხს თავპირი ჩამოსტირით. ისინი, რომლებიც იძახოდნენ, რომ ძალიან კარგია ესო, იმათმა დაიწყეს მანამდე ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება და მუცლის გვემა აუტყდათ, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა თავისი ძალისხმევით ერთად მოიპოვა.
ხელისუფლებას ეძახიან რუსს და რა არის რუსობა ან რა არის საქართველოს მტრობა, ავიღოთ. როგორც ამბობდნენ თუ ევროკავშირის კანდიდატი ვერ გავხდებოდით, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და პირდაპირ რუსეთზე მიბმა იქნებოდა და ვინ დადიოდა და ვინ იძახოდა უცხოეთში, რომ არ არიან მისაღებიო? კარგად გადახედონ, ვინ აფინანსებენ, მოპარული ფულით, საქართველოდან გატანილი ფულით, ნაძარცვი ფულით, თვითონ რუსის ბიზნესმენები. თან რუსებს აგინებენ... ევროპის ფულიც უნდათ, რუსების ფულიც უნდათ”- განაცხადა მეუფე იაკობმა.