გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: მას შემდეგ, რაც რევოლუციური გეგმა ჩაიფუშა, რადიკალებს ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზე გახანგრძლივება ესაჭიროებათ-ზრუნვა დაიწყეს პოსტსაარჩევნო პერიოდზე, რომ როგორმე სიტუაცია არიონ

13-11-2023

„რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი მესიჯი შემოაგდო - ბარიერის დაწევა უნდათ ცხადია, განულებულ ოპოზიციას ამის თავი არ აქვს, ეს გარედან, საქართველოში სიტუაციის არევის მსურველთა მიერ ნაკარნახევი მესიჯია“-ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაბალი ბარიერის შემთხვევაში არის შანსი, რამდენიმე პარტიამ მოახერხოს მანდატის მოპოვება. არჩევნების შემდეგ კი, ისინი ნაცად გეგმას აამუშავებენ და უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე.

 

მისივე თქმით, დაბალი ბარიერის შემთხვევაში რადიკალებს მაინც აქვთ იმედი, რომ მანიპულაციებით, წვალებით, არეულობით, ბუნტით - შესაძლოა შეკრან კოალიცია და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

 

გვენეტაძე იმედს გამოთქვამს, რომ ბარიერი დარჩება ისეთი, როგორიც არის და ხელისუფლება არ დაუშვებს რადიკალების წახალისებას. 

 

“რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი მესიჯი შემოაგდო - ბარიერის დაწევა უნდათ.

 

ცხადია, განულებულ ოპოზიციას ამის თავი არ აქვს, ეს გარედან, საქართველოში სიტუაციის არევის მსურველთა მიერ ნაკარნახევი მესიჯია, რომელსაც ორი მიზეზი აქვს:

 

1 - მას შემდეგ, რაც რევოლუციური გეგმა ჩაიფუშა, რადიკალებს ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზე გახანგრძლივება ესაჭიროებათ. სტატუსის მიღების შემდეგ მათ ზრუნვა დაიწყეს პოსტსაარჩევნო პერიოდზე, რომ როგორმე მოახერხონ და სიტუაცია არიონ. კერძოდ, დაბალი ბარიერის შემთხვევაში არის შანსი, რომ რამდენიმე პარტიამ მოახერხოს მანდატის მოპოვება. არჩევნების შემდეგ კი, ისინი ნაცად გეგმას აამუშავებენ და უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე. ცხადია, რამდენიმეპარტიან ბოიკოტს უფრო დიდი გამოხმაურება ექნება, ვიდრე მხოლოდ ნაცების.

 

2- დაბალი ბარიერის შემთხვევაში რადიკალებს მაინც აქვთ იმედი, რომ მანიპულაციებით, წვალებით, არეულობით, ბუნტით - შესაძლოა შეკრან კოალიცია და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

 

ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას რადიკალების წახალისება და იმედს ვიტოვებ, რომ ბარიერი დარჩება ისეთი, როგორიც არის და პარაზიტებს არ მიეცემათ საშუალება- კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის ჯანჯღარი!”-წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930