გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: მისი ნალაპარაკევი არაფერს ნიშნავს, ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან წამის მეასედში გააქრობდა და ამ უზარმაზარი, უძლიერესი მეგობარი

14-11-2023

ქვეყნისგან მოწინააღმდეგეს მივიღებდით პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ნდობაზე. ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში იმ ნდობას, რომელსაც მთავრობა პრეზიდენტს უცხადებს, როდესაც ის საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს, -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია POS TV-ის ეთერში განაცხადა.


მათიკაშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ  LCI-სთან, რომელშიც პრეზიდენტმა  კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, უპასუხა:


"მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა."  "მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ფორმალურად ქვეყნის პრეზიდენტს წარმოადგენს, მისი ნალაპარაკევი არაფერს  ნიშნავს და მადლობა ღმერთს, თორემ, ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან წამის მეასედში გააქრობდა და  ამ უზარმაზარი, უძლიერესი მეგობარი ქვეყნისგან, რომლის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ცდილობს ბევრი, ერთ ჩვეულებრივ ოპონენტს, მოწინააღმდეგეს, მტერს მივიღებდით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რაღაც საკუთარი ქვეყნის ლიდერზე ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია და ადეკვატურ რეაგირებას იწვევს ხოლმე, ეს ასეა მსოფლიო პოლიტიკაში" - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.


მისივე თქმით, ზურაბიშვილმა, სი ძინ პინზე გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.


"ასეთი ნაბიჯებით სხვა გზას არ გვიტოვებს თუ არა, რომ ბოდიშები ვიხადოთ. დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს და მას, პოლიტიკურად აბსოლუტურად თანმიმდევრული "ქართული ოცნების" და ქვეყნის ლიდერს მოუწია საუბარი იმაზე, რომ ჩვენი პრეზიდენტი კი არის [სალომე ზურაბიშვილი], მაგრამ რომ საუბრობს, ენას ძვალი არ აქვს. ძალიან უხერხული მომენტი გამოიწვია ამ ქალბატონის სიტყვებმა" - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930