გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელისო ბოლქვაძე: ვურჩევდი ოპოზიციურ მედიას, ტერმინები სათანადოდ შეისწავლონ და უნიჭო დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

14-11-2023

როცა ოპოზიციურად განწყობილ მედიას სასაუბროდ „საკვები“ აღარ აქვს, მაშინ იწყებენ ფაქტების სუბიექტური აღქმებით შეფასებას! - ამის შესახებ საქართველოს პრალამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ტყუილია, რომ დღეს „ბიუროს სხდომაზე, როიალის საკითხი მე დავაყენე“ - ამ საკითხით მანიპულირება, სრულიად უადგილოდ წამოჭრა ბ-ნმა გოცირიძემ, რაზეც სათანადო რეაქცია მიიღო ჩემგან. ტერმინს „ბიუროზე საკითხის დაყენებას“ სულ სხვა დატვირთვა აქვს! ვურჩევდი ოპოზიციურ მედიას, ტერმინები სათანადოდ შეისწავლონ და უნიჭო დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. საბედნიეროდ, საზოგადოება კარგად ხედავს განსხვავებას ელისო ბოლქვაძესა და რომან გოცირიძეს შორის!“, - წერს ელისო ბოლქვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728