გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: საყურადღებოა, რომ 8 ნოემბრამდე გამოკითხულთა 55% ხმას აძლევს სახელისუფლებო პარტიას, რაც ნიშნავს, რომ სტატუსის მონიჭებამდეც საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად იყო გარკვეული სიმართლეში

14-11-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე GORBI-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევამ ცხადყო, რატომ სურს ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის დაწევა - ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ გარდა, ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ბარიერს ვერ გადალახავს.


„გორბის“ კვლევა რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ჩატარებულიყო, სახელისუფლებო პარტიას ბევრად უფრო დიდი პროცენტები ექნებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2024 წელსაც მმართველი გუნდი ისევ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.


საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 8 ნოემბრამდე გამოკითხულთა 55% ხმას აძლევს სახელისუფლებო პარტიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტატუსის მონიჭებამდეც საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად იყო გარკვეული სიმართლეში და ხედავდნენ, თუ როგორ იბრძოდა ხელისუფლება კანდიდატის სტატუსისთვის და როგორ იბრძოდა ოპოზიცია სტატუსის წინააღმდეგ.


საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. „გორბის“ კვლევიდან ჩანს, თუ რატომ სურს ოპოზიციის უმრავლესობას ბარიერის დაწევა, ნაცმოძრაობის გარდა, ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ️არადა, პარლამენტში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ხალხის დამაჯერებელი მხარდაჭერა აქვთ.


ამ შემთხვევაში ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ხალხსაც მეტი მოთხოვნის უფლება აქვს. არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო, რათა ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი, გააკეთოს სწორი არჩევანი. თუკი გავითვალისწინებთ არჩევნებამდე დაგეგმილ პოზიტიურ პროცესებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი არჩევანიც აუცილებლად მმართველი გუნდის სასარგებლოდ იქნება“, - წერს ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930