გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ჯანიაშვილი: მნიშნელოვანია, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა ახალი სამუშაო ადგილები შექმნას

10-09-2018

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტია. ინვესტიციები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ლარის კურსის სტაბილურობაზე ახდენს ზეგავლენას. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას და ეკონომიკის რეალური სექტორი განავითაროს. თუ გადავხედავთ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლებს, - კერძო სექტორში დასაქმება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9%-ითაა გაზრდილი,“ - განაცხადა ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი ინვესტიციების კუთხით ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში პირველ კვარტალში კლება გვქონდა, 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია სწორედ ენერგეტიკასა და ტრანსპორტში ჩაიდო.


„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების გაზრდილი ნაკადები. თუ გადავხედავთ ბოლო წლების დინამიკას, 6,9 მილიონი დოლარი ამ სექტორისთვის მაღალი მაჩვენებელია. ინკლუზიური ზრდის მისაღწევად აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა მზარდი იყოს. დასაქმებულთა თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია, შესაბამისად ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საზოგადოების შედარებით ფართო ფენებზე დადებითად აისახება“, - აღნიშნავს ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930