გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 570 ათასი ჰექტარია დამუშავებული

10-09-2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. სამეგრელოს, იმერეთის გურიის რეგიონებსა და აჭარაში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, 570 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. აგვისტოდან დღემდე დამონტაჟებულია 50 ათასამდე ფერომონი „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის გამოყენების მიზნით. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები მოსახლეობასთან და ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს, სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობასა და იმ მეთოდებზე, რომლებიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში და ეფექტიანად მიიჩნევა მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პრაქტიკული მაგალითების ჩვენების მიზნით, სპეციალისტების მიერ მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურის მარტივი კონსტრუქცია, ფერომონის, ბადის,სანათის გამოყენებით. ღამის საათებში შუქზე და ფერომონზე მიზიდული მავნებელი პრეპარატით გაჟღენთილ ბადესთან შეხების შემდეგ ნადგურდება. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად მწერი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში. ბრძოლის ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციებით, მსგავსი მექანიკური ღონისძიებების ჩატარებით შესაძლებელია მავნებლის შემცირება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930