16-11-2023
გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არ გაუხმაურებია საკუთარი წამოსვლა, შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ პრაქტიკულად ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა. ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიას ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები.
„საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი ამ სუბიექტს არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როცა ხარ გადამგდები, როცა შეგიძლია, საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა საკუთარი პარტიის წევრებს არჩევნების წინ და მერე გადააგდო, პირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და გადააგდო ეს ადამიანები და როგორ გააჩერებს ასეთ ხალხს პარტიაში. ძალიან ვრცელი ინფორმაცია გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.