გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2018” დასრულდა

10-09-2018

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობდა.


სამეთაურო-საშტაბო სწავლების დახურვას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სამხედრო ატაშეები და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები დაესწრნენ.


სწავლების დახურვის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.


ღონისძიების ფარგლებში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „Agile Spirit 2018“-ში მონაწილე 13 სამხედრო მოსამსახურე სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. სწავლების მეთაურმა, გენერალმა გიორგი მათიაშვილმა კი, სწავლების დაგეგმვასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის შეიარაღებული ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს საშტატო იარაღი, ხოლო ხუთ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა.


სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდა. სწავლებას მხარს უჭერდნენ: „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა.


სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდა. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ საქართველოში მერვედ გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930