გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: გაუგებარია, რატომ იწვევს გაღიზიანებას საქართველო-ჩინეთის პერსპექტიული ურთიერთობა, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს მათთან კავშირების გაღრმავებას

17-11-2023

"სამწუხაროდ, ვრცელია გაუგებრობის ჩამონათვალი, რაც პარტნიორულ ურთიერთობებში არ "წერია" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, არის მცდელობა საქართველოს მის ფარგლებს გარედან თავს მოახვიონ ისეთი საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

 

"რეალისტური პოლიტიკა არ ნიშნავს "რუსეთუმეობას". რეალისტური პოლიტიკა, რომელსაც "ხალხის ძალა" სთავაზობს საზოგადოებას, ხშირად ამხელს ლიბერალურ დემოკრატიას ამოფარებულ ტყუილებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის საქართველოს.

 

რეალისტური პოლიტიკის ნაწილია ის, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაცია სასურველი და სასარგებლოა, მაგრამ ტყუილია, თითქოს ის ცალმხრივად, მხოლოდ ჩვენ გვჭირდება. ან ის, რომ ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების გარანტია.

 

მხოლოდ შეშფოთებული განცხადებები, რასაც ათეული წლებია ვისმენთ, კონფლიქტის მოგვარებას გვაშორებს და არც ის არის კარგი გამოსავალი, რომ ქვეყანა სასურველ გაერთიანებაში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შევიდეს, რის შემოთავაზებასაც საზოგადოება პერიოდულად ისმენს.

 

️რეალისტური პოლიტიკის ნაწილია ის, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მხოლოდ ნეგატიური უკუშედეგის მომტანია და ის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მაღალი რისკის შემცველია.

 

გაუგებარია, რატომ იწვევს გაღიზიანებას საქართველო-ჩინეთის პერსპექტიული ურთიერთობა, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს მათთან კავშირების გაღრმავებას. თანაც ურთიერთობას გვიწუნებენ იმ დღეს და იქედან, სადაც ჩინეთის ლიდერს პომპეზურად მასპინძლობენ.

 

გაუგებარია შემოთავაზებული საარჩევნო ბარიერის მიკერძოებულობა. როცა მმართველ გუნდს ეხება, 43%-ს უწესებენ და როდესაც ოპოზიციისთვის ზრუნავენ, ბარიერი 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

სამწუხაროდ, ვრცელია გაუგებრობის ჩამონათვალი, რაც პარტნიორულ ურთიერთობებში არ "წერია". სამაგიეროდ, ნათელია ჩვენი ურყევი პოზიცია, რომ საქართველო მშვიდობიანი განვითარების მომხრეა და ცალ ფეხზე დგომას და ორმაგ სტანდარტებს არ შეეგუება. ქვეყნის ინტერესების დაცვას კი ვინც "რუსეთუმეობას" ეძახის, ის თავად არის მონური აზროვნების მსხვერპლი," - წერს ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930