გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად უკვე დაზიანებულია, მაგრამ მოდით ნუ დავუკარგავთ მცდელობას, რომ ის თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ იბრძვის

17-11-2023

„საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი დღენიადაგ ცდილობს (მიუხედავად იმისა, რომ არ გამოსდის) დააზიანოს ეს პროცესი. ჩვენც ყურადღებით ვართ და მის ნებისმიერ დანთებულ კერას, მყისიერად ვაქრობთ ხოლმე“ - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველა რესურსს იყენებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.


„სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად უკვე დაზიანებულია, მისი ქმედებები ვეღარ იქნება ისეთი წონიანი, მაგრამ მოდით ნუ დავუკარგავთ მცდელობას, რომ ის თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ იბრძვის. ყველა თავის რესურსს იყენებს, უცხოეთში არსებულს თუ ნებისმიერს. რომ ვთქვათ, გინდა ყოფილა გინდ არაო, არც ეგრე არაა.


მაგალითად, ერთი კვირის წინ ისეთი სისულელე თქვა, რომ სის ძინ პინს იჭერდა. მთავრობას ელჩის დაბარება მოუწია, რომ აეხსნათ, ამას ყური არ დაუგდოთ, გასულია მომსახურების ზონიდანო, ბოდიშის მოხდა მოუწიათ და ა.შ. ჩინეთშიც იციან, აქაურმა ელჩმაც იცის და ყველამ იცის, რომ არასრულწლოვანი გახდა, პრაქტიკულად ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ ფორმალურად მაინც პრეზიდენტია და ამიტომ მოუწია მთავრობას ელჩთან ახსნა განმარტებები და ა.შ. ამიტომ, არის გარკვეული უხერხულობები - მცდელობებია იმისა, რომ ეს პროცესი დააზიანოს და ამას არც მალავს.


იქამდე მალავდა, სანამ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება იქნებოდა ცნობილი. ახლა, არამცთუ არ მალავს, არამედ პირდაპირ შტურმია იმ პროცესზე.


რა პროცესსაც გავლენა მაინც ექნება 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით პრაქტიკა ევროკავშირში, რომ ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციები სრულდება, ევროსაბჭო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა რეკომენდაციაც აქვს ევროკომისიას. მაგრამ ფაქტი არ დავუკარგოთ, საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი დღენიადაგ ცდილობს (მიუხედავად იმისა, რომ არ გამოსდის) დააზიანოს ეს პროცესი. ჩვენც ყურადღებით ვართ და მის ნებისმიერ დანთებულ კერას, მყისიერად ვაქრობთ ხოლმე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930