10-09-2018
მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის ერთერთი პროგრამის მენეჯერ ირინა სამსონიას განცხადებით, განათლების სისტემის განახლება მუდმივად საჭიროა.
მისივე თქმით, რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები, რომელიც წლების წინ მოხდა, ზოგჯერ შეიძლება თვითონვე იქცეს შემაფერხებელ ფაქტორად
„ზოგადად, წლების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდნენ მინისტრები. მოგეხსენებათ, მუდმივად იყო რაღაცნაირი დაპირებები ძირეული ცვლილებების შესახებ, მაგრამ ეს ხორციელდებოდა ეპიზოდურად, ხშირად არათანმიმდევრულად და ვფიქრობ, დგება ეტაპი, როდესაც ცვლილება აუცილებელია, უბრალოდ სისტემა მოითხოვს ძირეულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს.
განათლების სფერო მოგეხსენებათ ყველაზე დინამიური სფეროა, ამიტომ აქ არის საჭირო მასზე დაკვირვება, გარკვეული გადაწყვეტილებების გადახედვა, სისტემის განახლება მუდმივად საჭიროა, ეს ამ სფეროს სპეციფიკაა. ამდენად მიმაჩნია, რომ რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები, რომელიც წლების წინ მოხდა, ზოგჯერ შეიძლება თვითონვე იქცეს შემაფერხებელ ფაქტორად. შესაძლებელია იმ ეტაპზე ეს იყო ძალიან პროგრესული ნაბიჯი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელია თავად იქცეს სისტემის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძირეული ცვლილებები გარკვეული პერიოდულობით ნამდვილად აუცილებელია“- განაცხადა სამსონიამ.