გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

11-09-2018

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, 11 სექტემბერს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება: 

საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, საქნავთის დასახლების, ლილოს დასახლების, მეკოკიშვილის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, რომელაშვილის, გაბაშვილის, საგუბარის, გობრონიძის, ლაგურაშვილის, ლურჯქედის და ღვალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოპორტის, ლიახვის და ჟინვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, რუსუდანის, ნარგიზის, ივლეთის, წულაძის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის(ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის და ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.



კრწანისის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, იერუსალიმის, აბოვიანის, ბერიძის, ერეკლე მეორის, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, აბო-თბილელის, საიათნოვას, აბესაძის, თონეთის, კოტე აფხაზის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ოქროყანის აღმართის, ავთანდილის, წავკისის, ამაღლების, ოქროყანის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031