გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუღლის და შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

10-09-2018


ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის და შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ი.ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, დღის საათებში, ქ. ქობულეთში, ი.ტ.-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც არასრულწლოვან შვილებს ზურგისა და ფეხის არეში, ხოლო მეუღლეს ე.ქ.-ს ხელის თავში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ ი.ტ.-მ 2018 წლის 3 მაისს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის ე.ქ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ი.ტ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორენაწილის ,,ბ’’ (ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ორზე მეტი პირის მიმართ, არასრულწლოვანის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედდა ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930