გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობაში უარყოფითი და ტრაგიკული ბევრად აღემატება დადებითს

23-11-2023

„ვარდების რევოლუციის“ შემადგენლობა რევოლუციის 20-წლისთავს ზეიმობს. თუმცა, ეს მათთვის სიმწრის ზეიმია და ამას ყველაზე კარგად თავად ხვდებიან, რა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებიც არ უნდა ჩამოყარონ. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე.

 

ანჯაფარიძის თქმით, „ვარდების რევოლუცია“ შესაძლოა რევოლუციის იმიტაციით ხელისუფლების გადაბარება ყოფილიყო. მისივე თქმით, ამ რევოლუციის მემკვიდრეობაში უარყოფითი და ტრაგიკული ბევრად აღემატება დადებითს.

 

“„ვარდების რევოლუციის“ შემადგენლობა რევოლუციის 20-წლისთავს ზეიმობს. თუმცა, ეს მათთვის სიმწრის ზეიმია და ამას ყველაზე კარგად თავად ხვდებიან, რა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებიც არ უნდა ჩამოყარონ.

 

„ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობაში უარყოფითი და ტრაგიკული ბევრად აღემატება დადებითს, რომელიც ზოგიერთისთვის „მე ქვეყანა გავანათე“-მდე დავიდა.

 

ხოლო „ვარდების რევოლუციით“ გაუბედურებული ადამიანების და ოჯახების რაოდენობა გაცილებით აღემატება „რევოლუციის“ ბენეფიციართა რაოდენობას.

 

მაშინდელ მოვლენებს რომ ვიხსენებ, სულ ვფიქრობ, იყო ეს ნამდვილი რევოლუცია, თუ მისი იმიტაციით ხელისუფლების გადაბარება?! ედუარდ შევარდნაძე მართალია სათვალეს არ ხმარობდა, მაგრამ პოლიტიკურად შორს იხედებოდა და შესანიშნავად გრძნობდა იმდროინდელ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურას და არც შემცდარა“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930