28-11-2023
ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.
მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამზადება 4 ფაზას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც ფერმერები ეცნობიან როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს.
ტრენინგების მესამე ფაზის ფარგლებში მეფუტკრეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: საბოლებლის უსაფრთხო გამოყენება; ვაროაზე ტესტის ჩვენება, მიღებული შედეგების ანალიზი და მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიების/მეთოდის არჩევა; ფუტკრის ოჯახებად დაყოფა; მთა-ბარობა; დაავადებების იდენტიფიკაცია; ჰოლსტის მეთოდის გამოყენება; ფაროსანას წინააღმდეგ ფერომონების გამოყენება; თაფლის დაწურვის და შენახვის პირობები; საფუტკრის რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ფურცელის შევსება.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სწავლებას უძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები.
მეფუტკრე ფერმერების ტრენინგის პირველი ფაზის ფარგლებში 1000-მდე მეფუტკრე, ხოლო ტრენინგის მეორე ფაზის ფარგლებში, 1105 მეფუტკრე გადამზადდა. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ფერმერებს პრაქტიკული სწავლებებიც ჩაუტარდათ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების და შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |