1-12-2023
დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები, რომელთა დაფინანსებაც იგეგმება მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან.
1 დეკემბერს ბიუჯეტის საჯარო განხილვა ასევე გაიმართა გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯინჭვისში.
შეხვედრის მიზანი 2024 წლის ბიუჯეტის გამჭვირვალობას წარმოადგენდა, შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ქონდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიეღო ამომწურავი ინფორმაცია.
ღონისძიებების ორგანიზატორია ონის მუნიპალიტეტის მერია, ტექნიკური მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.