3-12-2023
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე კიევის მერის, ვიტალი კლიჩოკს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიექანება, სოციალურ ქსელში აფასებს.
გვენეტაძის განცხადებით, უკრაინელი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ გემი იძირება და ცდილობენ, განტევების ვაცად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენაკი წარმოაჩინონ.
“აშკარაა, რომ ზელენსკის სახელისუფლებო ხროვაში ფრონტზე წარუმატებლობის გამო საბოლოოდ აირია მონასტერი! მოკლედ, გემი იძირება და ვირთხები ერთიმეორეს მიყოლებით ცდილობენ გაიქცნენ და თავს უშველონ მოახლოებული კატასტროფის და სახალხო შურისძიების ჟამს! ახლა ნახეთ ეს გაუმაძღრები ერთმანეთს, რომ დაერევიან და ერთურთს დაადანაშაულებენ იმ უბედურებაში, რომელიც მათ უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის თავს დაატრიალეს! უდავოა, რომ განტევების პირველი ვაცი პატრონებმა მისცეს ზელენსკის სახით, რომელსაც დაბრალდება ჯერჯერობით ყველაფერი უბედურება!
"გმირი" სინამდვილეში კი უცხოელთა მონა ზელიონკა უკვე ქცეულია ვირთხა ზელენსკიდ, რომელსაც დაესივნენ სხვა კბილებალესილი ვირთხები! დააწყებინეს ვირთხა არისტოვიჩს, მიჰყვა ვირთხა არახამია, წამოხტა ვირთხა კლიჩკო...ვინ იქნება შემდეგი პოდოლიაკი, დანილოვი, ლორთქიფანიძე თუ ადეიშვილი? ამიტომაც დაუკარით უკრაინელი ვირთხების სასოწარკვეთილი განადგურების ქორწილია! მშვიდობა და ამ მტარვალებისაგან განთავისუფლება უკრაინელ ხალხს!” - წერს გვენეტაძე Facebook- ზე.