გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: იმედია, ახლა მაინც გამოიჩენენ გარკვეულწილად გონიერებას და პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე

3-12-2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა ევრორეკომენდაციების შესრულებაზე და იმედი გამოთქვა, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით, ოპოზიცია ახლა მაინც გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.


„რეკომენდაციების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამე არის ევროკავშირთან და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანი, როგორც კანონმდებლობის, ისე ამ კანონმდებლობის ცხოვრებაში გატარების თვალსაზრისით.


ეს რეკომენდაციები ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების შესასრულებელია, თუმცა, ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც საკანონმდებლო სფეროს ეხება.


ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ოპოზიციამ (რამდენიმე ოპოზიციურ ძალის გარდა, რომლებიც თანამშრომლობდნენ) უარი თქვა, 12 რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობაზე. იმედია, ახლა გამოიჩენენ გარკვეულწილად გონიერებას და პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე,“ - განაცხადა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031