გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ომში მყოფმა უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ შევძელით ის, რომ მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ვიღებთ კანდიდატის სტატუსს

4-12-2023

„თავდაპირველად, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ „ხალხის ძალა“ სოლიდარობას ვუცხადებდით და ახლაც ასეა ჩვენ მოძმე ხალხს უკრაინაში და თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რაც არის ამ ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები უკვე ამბობენ, რომ ასეთი დიდი დაფინანსება ვეღარ ექნება უკრაინას.


„თავდაპირველად, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ „ხალხის ძალა“ სოლიდარობას ვუცხადებდით და ახლაც ასეა ჩვენ მოძმე ხალხს უკრაინაში და თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რაც არის ამ ქვეყანაში.


თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვაქვს უფლება და ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ ადგილზე. ეს იყო და არის მათ შორის, „ხალხის ძალის“ ყველაზე პრინციპული საკითხი. ჩვენ 400-მდე აქტს მოვაწერეთ ხელი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის სასარგებლოდ, მატერიალურ დახმარებაზე აღარაფერს ვსაუბრობ, პირველ ადგილზე ვიყავით და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ შევეხიდებოდით იმაში, რასაც ისინი პირდაპირ ითხოვდნენ (ჩვენი მოხუცების, ბავშვების, ქალების დახოცვას) - ამაზე ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი განადგურება ჩვენი ქვეყნის.


თავდაპირველად უნდოდათ შეექმნათ განცდა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში სამწუხაროა, მაგრამ ეს არის გმირობა და რატომ არ უნდა იყოს საქართველო გმირი. აი ეს უნდოდათ შეეფუთათ და ამას შევუშალეთ ხელი. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს არ არის სიმართლე.


ის მოცემულობა, ახლა რაზეც პირდაპირ საუბრობენ ყოფილი თუ არსებული თანამდებობის პირები უკრაინის ხელისუფლებაში, ამაზე ჩვენ ჯერ როდის ვსაუბრობდით. ზუსტად ეს ხალხი იყო, რომელიც ჩვენ მოგვიწოდებდა, რომ პირდაპირ მეორე ფრონტი გაგვეხსნა,” - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, დღეს უკვე თავად უკრაინის მაღალჩინოსნები ალაპარაკდნენ მათ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ხელისუფლების მიერ ჩადენილ სხვადასხვა სახის დარღვევებზე.


“ეს კლიჩკოა, არისტოვიჩია თუ არახამია, დღეს რომ ამბობენ, თურმე იქ არ ყოფილა სიტუაცია ისე, როგორც ერთი წლის წინ საუბრობდნენ. იმიტომ ხდება ეს, რომ სამართლიანობის ურემი მიადგა მათ. ევროკავშირიდან, უკვე ქვეყნები ამბობენ, რომ ასეთი დიდი დაფინანსება ვეღარ ექნება უკრაინას. ბევრი ქვეყანა უკვე ამბობს, რომ სამწუხაროდ უკრაინა წარმატებას ვერ აღწევს. რაზეც აქ პრემიერ-მინისტრს თუ პარლამენტის წევრებს საყვედურობდნენ, როდესაც მათ ეს თქვეს.


ახლა რომ შეიცვალა მიდგომა და თავიდან დაიწყო საუბარი, მათ შორის, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ უკრაინა არ აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რასაც ისინი ელოდებოდნენ, ამის მერე დაიწყეს იმ თანამდებობის პირებმაც იმაზე საუბარი, რაზე ჩვენ „ხალხის ძალა“ ვსაუბრობდით. სამწუხარო რეალობაში აღმოჩნდება ის ქვეყანა, რომელიც მოექცევა უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ.


ამაზე, მარტო უკვე ჩვენ „ხალხის ძალა“ კი აღარ ვლაპარაკობთ, არამედ იქ თურქეთის პრეზიდენტმა წამოიწყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, ასევე ევროპის ბევრი სხვა ქვეყნის ლიდერმა. მაგალითად, გავიხსენოთ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები; უკრაინა იძირება და ჩვენ ვერ ჩავყვებითო. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ ეს იყო ხაფანგი, რასაც ერქვა, ვითომ საქართველო უნდა ყოფილიყო ისეთივე „გმირი“, როგორი გმირიც არის უკრაინა.


კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, მაგრამ ის რომ საქართველომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და პრაგმატული რეალობა, სურათი დადგა ასეთი - ომში მყოფმა უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ შევძელით ის, რომ მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. აი ეს არის განსხვავება - შეიძლება შეინარჩუნო მშვიდობაც და მიიღო კანდიდატის სტატუსიც“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930