გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა როგავა: “მაკდონალდსში” იყიდება რუსეთში წარმოებული სოუსები, ჭყონიების ოჯახი სხვას უკითხავს მორალს

5-12-2023

ჟურნალისტი თამთა როგავა სოციალურ ქსელში “მაკდონალდსის” ერთ-ერთი პროდუქტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რუსეთშია წარმოებული.

 

როგავას განცხადებით, “მაკდონალდსის” ქართული ქსელის მფლობელები, თემურ ჭყონია და სოფო ჭყონია, სხვებს ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირის გამო, ამ ფონზე კი, მათ დაწესებულებაში რუსეთში წარმოებული პროდუქცია იყიდება.

 

“მაკდონალდსში იყიდება რუსეთში წარმოებული სოუსები ალბათ, გახსოვთ ჭყონიების ოჯახი, რომლებმაც რუსეთთან " ბრძოლით" დაგვამახსოვრეს თავი. განა რამე, უბრალოდ, სხვას უკითხავენ მორალს, ადანაშაულებენ. და, როგორც ჩანს, ფულს სუნი არ აქვს ჩვენს ზემოთ მდგომი ადამიანებისათვის” - წერს როგავა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031