გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი ტვ „პირველის" სიუჟეტზე: სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა

5-12-2023

სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ტვ „პირველის“ სიუჟეტს, თავდაცვის ძალების საკვებით მომარაგების და უნიფორმების შესახებ.


მისი თქმით, ტვ „პირველი" თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ „დეზინფორმაციულ კამპანიას“ აგრძელებს. მეგრელიშვილი მოუწოდებს ტვ „პირველს“, უწყებასთან ერთად ჩაატარონ კვების მონიტორინგი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ყველაფერზე, რასაც იქ ნახავენ.


„ტელეკომპანია „პირველი" თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ „დეზინფორმაციულ კამპანიას“ აგრძელებს. კერძოდ ტელეკომპანიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა თავდაცვის ძალების საკვებით მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ. სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე სამმართველოს შექმნა.


ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე გაიზარდა და გამრავალფეროვნდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. მინისტრის აქტით, პირველი ხარისხის ხორცი შეიცვალა უმაღლესი ხარისხით, მათ შორის ნედლი გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედროების უნიფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი.


2020 წლამდე ჩვენს ჯარს არ ამარაგებდა გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი მსოფლიოში საუკეთესო ბრენდები. ფაქტია, 2012 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა. ჯარისკაცობა დღეს ღირსეული წოდებაა და არა დამაკნინებელი. ტვ პირველი, გაბედეთ, მიბრძანდით და უწყებასთან ერთად ჩაატარეთ კვების მონიტორინგი, ოღონდ პირობა დადეთ, რომ ყველაფერს რასაც იქ ნახავთ და გადაიღებთ და საზოგადოებას უკლებლივ მიაწვდით“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930