გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური ვალდებულება, რომ საქართველოს ექნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი

12-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ აიღო პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსის შექმნას გულისხმობს.


მისივე თქმით, ახალი საბაჟო კოდექსის მიხედვით, მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიცაა სასაზღვრო ფორმალობები, რეექსპორტის პროცედურები, იმპორტის გადასახადის დაბრუნება და სხვა.


„მოგეხსენებათ გვაქვს სიახლე საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით. ორი დღის წინ ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია. მე განვაცხადე, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ავიღეთ და საქართველოს ექნება ისეთი საბაჟო კოდექსი, როემლიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს. ეს იქნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ შევა ძალაში. მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიცაა სასაზღვრო ფორმალობები, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რეექსპორტის პროცედურების მაქსიმალურად გამარტივება, იმპორტის გადასახადის დაბრუნება, დეკლარირების ძალიან მარტივი ელექტრონული ფორმის იმპლემენტაცია და ბევრი სხვა, ამავე დროს შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება. მათ შორის ერთიან სახაზინო კოდექსს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმსითვის, რომ ჩვენ ახალი ციფრული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მომხამარებელს.
ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საბაჟო კოდექსის, ისევე როგორც საგადასახადო კოდექსის განხილვა მოხდება ღია პლატფორმის რეჟიმში. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მეწარმეს და ზოგადად, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ეხება ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობა და შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930