გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის

5-12-2023

თიბისი ლიზინგმა The European Fund for Southeast Europe (“EFSE”)-გან 7 მილიონი ევროს ფინანსური რესურსიმოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ლიზინგის უკვე რიგით მეორე წარმატებული გარიგებაა ფონდთან საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების(MSMEs) მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.


აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თიბისი ლიზინგისადა EFSE-ს პარტიორობას და თიბისი ლიზინგს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სალიზინგო პროდუქტების შეთავაზებით ხელიშეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.


საქართველოში MSME სექტორი წარმოადგენს საკამოდ მზარდ სექტორს,რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. თიბისი ლიზინგი აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.


„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია EFSE-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე EFSE-სთან მუშაობას.“ - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის  ფინანსური დირექტორი.


 „EFSE-ს მუდმივი პარტნიორობა თიბისი ლიზინგთან მკაფიოდ ასახავს ჩვენს საერთო მიზნისადმი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის განვითარებისხელშეწყობის  ერთგულებას. MSME სეგმენტზე ფოკუსირებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკისთვის,  ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორს, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის უფრო ფართო განვითარებას. ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების შეთავაზებისადმი  რომელიც აძლიერებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენი მისიის ქვაკუთხედს" - EFSE-ის რეგიონალური დირექტორმა, ოქსანა ბინზარუ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930