გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

6-12-2023

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს გარდაცვლილ 23 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს.


„უმძიმესი რეალობა და უმძიმესი შემთხვევაა, მაგრამ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის იდენტიფიცირებული ნეშტის გადაცემა ერთგვარი შვებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში ეს ადამიანები მათი ოჯახებისთვის დაკარგულად ითვლებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას და მათ ოჯახებს მივუსამძიმრეთ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.


23 იდენტიფიცირებული ნეშტიდან 21 სამხედრო, ხოლო 2 სამოქალაქო პირია. რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.


„პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ გმირ მებრძოლებს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ომის მძიმე შედეგებს, იმ ტრაგედიას, ტკივილს და აგრეთვე იმ გმირულ ბრძოლას, რომელიც ადამიანებმა ათეული წლების წინ გასწიეს", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930