7-12-2023
ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით არსებობს მხარდაჭერა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე.
„ვიცით, რომ საკითხს, რომელიც დეკემბერში დადგება დღის წესრიგში, ევროკავშირის საბჭოში სჭირდება კონსენსუსი, ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ გვესმის უნგრეთის პოზიციები, რომელიც გამოითქმის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. რაც მთავარია, ჩვენთვის აქ ამოსავალი არის, რომ რა პროცესებიც ვითარდება და იმ პოზიციებმა, რაც დაფიქსირდება ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, არ დააზიანოს საქართველოს პოზიცია და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ დრომდე რაც გვესმის ასევე უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან, არის ის, რომ აპელირება კეთდება კონსენსუსის საჭიროებაზე.
ეს ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების გახსნას სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. ეს იქნება ინტენსიური ერთი კვირა, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინტენსიური განხილვები თავად ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სხვაგვარად მოლოდინები არც იყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნგრეთის მხრიდან არსებობდეს საქართველოს საკითხზე მტკიცე მხარდაჭერა და კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენთვის იყოს სასარგებლო“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა, უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება. საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე. ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია. ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა ძალიან ინტენსიური ორმხრივი ვიზიტების გაცვლაშიც, ორმხრივ ურთიერთობებშიც და ეს მხარდაჭერა რჩება ისევ ისეთი ძლიერი, როგორც აქამდე ვიხილეთ უნგრეთის მხრიდან. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა და უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება. ის, რა საკითხებზეც მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, უნგრეთისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ეს ეხება თავად უნგრეთის მოსახლეობას და ბუნებრივია, ეს პოზიციები გამოითქმის სწორედ აქედან გამომდინარე. რაც მთავარია, აქცენტი კეთდება კონსენსუსის აუცილებლობაზე და იმედი გვაქვს, ეს კონსენსუსი 15 დეკემბერს მიღწეული იქნება წევრ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.