გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ

8-12-2023

საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება და სამხედრო მოსამსახურეების სკოლებში მოსწავლეებთან ინფორმაციული შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს.


საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები ქალაქ რუსთავის, მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მათ თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების, ასევე სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით ჯარისკაცებმა ბავშვების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.


„ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 2023-2024 სასწავლო წელს პროექტი უფრო ფართო მასშტაბით სრულდება და სამხედრო მოსამსახურეების ვიზიტები საჯარო სკოლების გარდა, სხვადასხვა რეგიონში, კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930