გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: რუსთაველზე ხალხი გამოიყვანეს პირებმა, რომლებიც იბრძოდნენ სტატუსის წინააღმდეგ; დღეს კი, მშვიდობიან საქართველოში, თავაწეულნი მოაბიჯებდნენ ჩვენს მიერ მოპოვებული სტატუსის გარდაუვალი მიღების მოლოდინში

10-12-2023

"სტატუსი მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ მოგვიპოვებია, ეს ქვეყანას მოვუტანეთ და ეს მათთვისაცაა, მაგრამ, ამის აღიარების გამბედაობა უნდა შესწევდეთ, რაც მათ არა აქვთ," - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას.


ხუნდაძის თქმით, დედაქალაქის ცენტრში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვინც ამ სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ.


"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლების დამსახურებაა და არა ცალ ფეხზე მდგომი ოპოზიციის.


საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხან ომი შესთავაზეს, ხან რევოლუციისკენ უბიძგეს, ხან სანქციები მოსთხოვეს და ხან "ურჩი ხელისუფლების" ცვლილება დაგეგმეს ამომრჩევლის გარეშე.


"ხალხის ძალამ" დროულად უხმო საზოგადოებას და სიმართლით შეაიარაღა, რამაც ყველა ხიფათი აგვაცილა და კანდიდატის სტატუსის მინიჭება ომისა და უბედურების გარეშე, ღირსეულად საზეიმოდ აქცია.


ოპოზიციამ კი, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ამის ჩაშლა ვერ მოახერხა და დღეს დაუპატიჟებელი სტუმარივით, საზეიმო სუფრაზე თამადობას ითხოვს.


სტატუსი მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ მოგვიპოვებია, ეს ქვეყანას მოვუტანეთ და ეს მათთვისაცაა, მაგრამ, ამის აღიარების გამბედაობა უნდა შესწევდეთ, რაც მათ არა აქვთ. ან საიდან უნდა ჰქონდეთ, როდესაც დღეს რუსთაველზე ხალხი გამოიყვანეს იმ პირებმა, რომლებიც იბრძოდნენ სტატუსის წინააღმდეგ. დღეს კი, მშვიდობიან საქართველოში, თავაწეულნი მოაბიჯებდნენ ჩვენს მიერ მოპოვებული სტატუსის გარდაუვალი მიღების მოლოდინში," - წერს ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930