გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკები ხმარებიდან ეტაპობრივად ამოვა

12-09-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში მწვანე  და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვავითარებთ მწვანე ეკონომიკის პოლიტიკას. მიგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში მთელმა მსოფლიომ პლასტიკისგან დამზადებულ შესაფუთი მასალების მოხმარებას ბრძოლა გამოუცხადა. გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკის პრუდუქციით ბინძურდება. გასაკუთრებით ეს ეხება ფართოდ გავრცელებულ ე.წ პლასტიკით პარკებს. ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ჩვენი მწვანე და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში მიიღო რეგულაციები, რომელიც 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31