10-12-2023
საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობაში და ამ მიმართულებით ვითარების უკეთესობისკენ შეცვლაში „ხალხის ძალის“ როლზე ისაუბრა ჟურნალისტებთან მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ ყინულმჭრელის როლი შეასრულა და ძალიან ბევრი რამ შეცვალა.
„დარწმუნებული ვარ, იმან, რაც ჩვენ ვთქვით, 100 %-ით შეცვალა სიტუაცია. „ხალხის ძალის“ მიერ ნათქვამმა და ჩვენმა პოზიციამ ერთგვარი ყინულმჭრელის როლი შეასრულა და ძალიან ბევრი რამ შეცვალა.
ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი დადებითი გვაქვს, მაგრამ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდეც ჩვენ ვიცოდით, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა დადებითი. ცხადია, გვაქვს ურთიერთობები - ყოველდღიურად პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, დადიოდნენ ევროპაში და მოჰქონდათ ინფორმაცია“ - დასძინა სოზარ სუბარმა.