გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ერთნახევარი მილიარდი დოლარის გათეთრებას, რომელიც იანუკოვიჩის გუნდს უკრაინიდან სხვადასხვა კომპანიის საშუალებით გაჰქონდა, პოროშენკოს პირადი ბანკირი ახდენდა

12-01-2018

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან გარიგებაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ, იანუკოვიჩის გარემოცვას არავინ ეხება და ზოგიერთი მათგანი საერთაშორისო ძებნიდანაც მოხსნეს.

 

„ვიდრე მე კურჩენკოსგან რაღაც ფულის აღებას მაბრალებდნენ, აღმოჩნდა, რომ ერთნახევარი მილიარდი დოლარის გათეთრებას, რომელიც იანუკოვიჩის გუნდს უკრაინიდან სხვადასხვა კომპანიების საშუალებით გაჰქონდა, პოროშენკოს პირადი ბანკირი ახდენდა.

პრეზიდენტთან დაახლოებული პირები დიდ აფიორაში მონაწილეობენ.

 

მათ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ უკრაინის ბიუჯეტიდან მოპარული ფული თითქოს დააბრუნეს, თუმცა შემდგომში გაქცეული პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კუთვნილი კომპანიები თავად ჩაიგდეს ხელში. არასწორი კონფისკაციის გამო კი, მაქსიმუმ ორ წელიწადში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფული უკრაინის ბიუჯეტიდან კვლავ ამ ფირმებში დაბრუნდება.

 

საქმის მონაწილეები დიდძალ ფულს მიიღებენ და ნაწილს იანუკოვიჩსაც დაუტოვებენ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ეხება არავინ იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას? ზოგიერთი მათგანი საერთაშორისო ძებნიდან მოხსნეს. მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინის ხელისუფლების გარეშე ვერავინ მიიღებდა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930