გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: სტატუსს იმსახურებს ქვეყანა, საკუთარი საგარეო ორიენტირებით, რომელიც ხელისუფლებამ განსაზღვრა პრინციპული და სტრატეგიულად სწორი მიდგომით

11-12-2023

„ნაიმპიჩმენტარი სალომე, ცალ ფეხზე მოხტუნავე საზოგადოება, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი და ექსტრემიზმის ხელშემწყობი NGO-სექტორი კი, მხოლოდ ანტურაჟია იმ ფარსიდან, სადაც რევოლუციური ყიჟინითა და სახელმწიფოს მიზანმიმართული რყევით არაფერი გამოვიდა და ახლა, სხვის გაშლილ სუფრაზე მოინდომეს საპატიო ადგილის დაკავება“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ხელმოწერების კამპანია, იმ ფარსის ნაწილია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციას ლობირებს.

„სხვის გაშლილ სუფრას უნდა მიუჯდეს…


არაერთხელ ვთქვი, რომ მთელი ეს ხელმოწერების კამპანია, იმ ფარსის ნაწილია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციას ლობირებს და მარტის აქციების გზააბნეული საზოგადოება დროშის კერვითა და ცალ ფეხზე დგომით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

 

სტატუსს იმსახურებს ქვეყანა, საკუთარი საგარეო ორიენტირებით, რომელიც ხელისუფლებამ განსაზღვრა პრინციპული და სტრატეგიულად სწორი მიდგომით. ხელისუფლებას კი ზურგს ქართველი ხალხი უმაგრებს, რომელმაც არჩევნებით დაუჭირა მხარი.

 

ნაიმპიჩმენტარი სალომე, ცალ ფეხზე მოხტუნავე საზოგადოება, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი და ექსტრემიზმის ხელშემწყობი NGO-სექტორი კი, მხოლოდ ანტურაჟია იმ ფარსიდან, სადაც რევოლუციური ყიჟინითა და სახელმწიფოს მიზანმიმართული რყევით არაფერი გამოვიდა და ახლა, სხვის გაშლილ სუფრაზე მოინდომეს საპატიო ადგილის დაკავება“, - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930