გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში - „Cyber Coalition 2023 მიიღო მონაწილეობა

12-12-2023

NATO-ს კიბერსწავლებაში - „Cyber Coalition 2023.“ NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდაცვითი სწავლება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.


კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენდა. სწავლებაში მონაწილეობა NATO-ს, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31