12-12-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ქადაგიძის თქმით, ეს ყველაფერი ჟურნალია და კინო მომავალში ელოდებათ.
„შიშს რომ თვალები ჰქონოდა, ანა ნაცვლიშვილი იქნებოდაო - ხალხური
კარგია, ჯერ სად ხართ ბენეფიციარებო, ჟურნალია ეს ყველაფერი, კინოს 24-ში დაელოდეთ, თან ძალიან მძაფრსიუჟეტიანს…
თავის დროზე, ეს კანონიც იქნება და ამაზე უკეთესიც.
აი, კოშმარში რომ ვერ წარმოიდგენთ ისეთები გელოდებათ წინ!“, -წერს ქადაგიძე.
ინფორმაციისთვის, „აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება! - ამის შესახებ, „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.
16-11-2024
16-11-2024