12-09-2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით პრეზიდენტობის კანდიდანტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოღალატეა.
სააკაშვილი ქართველ ხალხს სოციალურ ქსელით მიმართავს და მოუწოდებს, არ მისცეს ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალებაც კი.
„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი საკუთარი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა ვილაპარაკოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეო. ეს არის განცხადება, რომელიც ერთი-ერთზე ემთხვევა იმას, რასაც მედვედევი ამბობდა.
შედარეთ ახლა ამ ქალის ლაპრაკი და მეთიუ ბრაიზას განცხადება, რომელიც მაშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი წარმომადგენელი იყო საქართველოში და ზედმიწევნით ზუსტად იყოს მოვლენების კურსში. ნახეთ, რას ამბობს ამერიკელი და რას ამბობს ეს ვითომ ქართველი.
მინდა ვუთხრა ყველას, მინდა ვუთხრა დღეს ქუთაისის თეატრში ძალით მიყვანილ ხალხს, ვინც იქ ტაშს უკრავდა სალომეს, - ამ ქალის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. ის ჩვეულებრივი მოღალატეა. ამ ქალის გაჟღერებული გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას. თუ ჩვენ თვითონ არ დავაკანონეთ ქართული ტერიტორიების მიტაცება, რუსეთი ამას ვერასდროს დაიკანონებს. ეს არის საქართველოს კლასიკური ღალატი და ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მოვუწოდებ, არ დაუშვას ამ ქალის მიერ თავისუფლად საარჩევნო კამპანიის ჩატარებაც კი. აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტად არჩევაზე. ქვეყნის მოღალატეს თავისუფლად კამპანიის ჩატარების საშუალება არ უნდა მივცეთ, ეს არის ჩემი მოწოდება და ჩვენი, თითოეული პატრიოტის ვალი. მეც თქვენთან ერთად ყველანაირად ჩავერთვები ამ კამპანიაში, " - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.