გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი რომ გქვია თუნდაც ფორმალურად, მეტი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რა შეიძლება ჩაიდინო, როდესაც კანდიდატის სტატუსს ელოდება შენი ქვეყანა, და ამბობ რომ არც შარშან ეკუთვნოდა და არც წელს ეკუთვნის სტატუსი

13-12-2023

პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად თუნდაც, აი ამ ფონზე უფრო მეტი მტრობა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ რა შეიძლება ჩაიდინო, როდესაც კანდიდატის სტატუსს ელოდება შენი ქვეყანა, რეფორმები განხორციელებულია, ობიექტურად ეკუთვნის და შენ ამბობ რომ საქართველოს არც შარშან ეკუთვნოდა და არც წელს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ ფორმალურად ახორციელებთ რეკომენდაციებსო. ამაზე დიდი მტრობა გახსენდებათ ვინმეს?, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, მასკარადში და სპექტაკლში, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ასრულებს მთავარ როლს და რომელი სპექტაკლის რეჟისორიც თავად არ არის, მონაწილეობას არ მიიღებენ.


„სალომე ზურაბიშვილი არის ის „ლუზერი“ პოლიტიკოსი რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს ასე რომც ყოფილიყო, შეიძლება მაინც ძალიან მტრული გამონათქვამი ყოფილიყო სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ეს ასე არ იყო და დღეს ევროპაში ყველა აღნიშნავს რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მხოლოდ მტრული და დამაზიანებელი იყო და მან ესეც არ იკმარა, უფრო დიდი მტრობა ის იყო რომ მან თქვა არათუ წელს არ იმსახურებს არამედ შარშანაც არ იმსახურებდა, ეს თქვა მან პირდაპირ. შესაბამისად პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი მტრობდა შეგნებულად საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია პრეზიდენტად წოდებულის მხრიდან ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენ მასკარადში და სპექტაკლში, რომელშიც ის ასრულებს მთავარ როლს, რომელი სპექტაკლის რეჟისორიც თავად არ არის თან, ამაში არ მივიღებთ მონაწილეობას.“


მდინარაძემ აღნიშნა, რომ რეჟისორებზე ხშირად უსვამენ კითხვას, თუმცა ამაზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

 

„გარკვეულ უხერხულობას ვერიდებით ხოლმე. ამათ როგორც ასეთი აშშ უნდათ იყოს, აქვე დავაფიქსირებ ეს არ არის აშშ, ევროპა და ევროპის ქვეყნები, ეს უნდათ რომ გაყიდონ ასე, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ ჩვენ ამას არ ვგულისხმობთ. გავა ბევრი დრო ამის შესახებ ბევრი საუბარი მოგვიწევს. დღეს ისე შეიცვალა წელიწად ნახევრის წინანდელთან შედარებით დრო, რომ თავად ამერიკელი პოლიტიკოსები საუბრობენ ამაზე ბევრს, ახლა რომ მმართველობაში არიან და ბევრი ისეთი ამბავი გავიგეთ მათი პირიდან, რაზეც ჩვენ რუსებს გვეძახდნენ ერთი წლის წინ. ვიღაცას წამოსცდა რომ ამერიკის ეკონომიკაზე ახდენდა დადებით გავლენას უკრაინის მოვლენები გარკვეულწილად, ეს ჩვენ არ გვითქვამს არცერთს ხომ ასე იყო და იმ ვიღაცას სოციალურ ქსელში მოღალატე ეძახეს, რუსეთის მონა, პუტინის მონა და სახელმწიფო მდივანი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინისათვის მიმართული დახმარების 90% ამერიკის ეკონომიკას ხმარდება. სოციალურ ქსელში ადამიანი ცოცხლად მოკლეს შარშან, იმისათვის რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა წელს. ეს არის სიმართლე, რომელიც აღიზიანებთ „ნაცებს“ ძალიან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930