გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კურტ ვოლკერი: ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას, პოლიციის რეფორმას აფინანსებდა

12-09-2018

„პოლიციის რეფორმას აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას“ - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ კურტ ვოლკერმა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „ოლიგარქია და დემოკრატია“ განაცხადა.


„როდესაც უკრაინას თავს დაესხა რუსეთი, მდიდარი ადამიანებმა თავიანთი როლი შეასრულეს რუსეთის შესაჩერებლად . საქართველოს შემთხვევაში, მინდა მოვიყვანო საპოლიციო ძალების რეფორმის მაგალითი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. მან დაითხოვა მთელი საპოლიცო შტატი და შემდეგ თავიდან აიყვანა ისინი სამსახურში და უზრუნველყო ბევრად უკეთესი აღჭურვილობით. ამ პროცესს აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.


ოლიგარქიაზე საუბრისას ვოლკერი რამდენიმე ფენომენზე ამახვილებს ყურადღებას.


„ერთი ფენომენი არის ოლიგარქი, რომელიც იპარავს ფულს, რომელიც ათეთრებს ფულს , რომელიც პარავს სახელმწიფოს, პარავს ხალხს; არსებობს ფენომენი, როდესაც ოლიგარქი ყიდულობს პოლიტიკურ გავლენას, უკანონო მოსყიდვისა და პოლიტიკური ძალაუფლების ბერკეტებზე კონტროლის დამყარების გზით და არსებობს ფენომენი, როდესაც ოლიგარქი ახდენს ფულის პოლიტიკისკენ მიმართვას, რაც ნიშნავს კამპანიების წარმოებას, სატელევიზიო რეკლამების ყიდვას.


არსებობს კორუფციის გენერალიზებული ფორმა, მაგრამ ჩვენ ის უნდა გავმიჯნოთ ცალკეული მდიდარი ადამიანის ბუნებისგან. ჩვენ ამ ფენომენზე თითოეული კონკრეტული შემთხვევის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ამ პრობლემის მოგვარების გზები სხვადასხვაა“ - აცხადებს ვოლკერი.


მისი თქმით, კორუფციიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი გზა სამართალდევნის განხორციელებაა, როდესაც შენ მოიპოვებ მტკიცებულებებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ კანონებს, იღებენ ქრთამებს.


„მაგრამ როდესაც სულ სხვა სტრუქტურის ფენომენთან გვაქვს საქმე, ანუ როდესაც გვყავს მდიდარი ადამიანები რომლებსაც წარმოუდგენლად დიდი გავლენა გააჩნიათ ქვეყანაში, ალბათ გამოსავალი მდგომარეობს არა სამართალდევნის განხორციელებაში, არამედ მათი ბიზნეს იმპერიების დაშლაში. როდესაც შენ გაქვს კონკურენცია როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს ქმნის მდგრად სათამაშო გარემოს პოლიტიკაში“ - განაცხადა ვოლკერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031